weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქობულეთში შემთხვევით გასროლილ ტყვიას 16 წლის გოგონა ემსხვერპლა

20:16 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში სავარაუდოდ შემთხვევით გასროლილ ტყვიას 16 წლის გოგონა ემსხვერპლა. ერთი ვერსიით, გოგონას სახლის დალაგებისას იარაღი თავად გაუვარდა, მეორე ვერსიით კი იარაღი შემთხვევით გოგონას ძმას გაუვარდა.

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

გოგონა სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]