weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელმა პიკს მიაღწია - ღვინის ეროვნული სააგენტო

13:50 შაბათი, 08 სექტემბერი 2018

რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, 8 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 23 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და სულ 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. 50-მდე ღვინის საწარმოს ყურძენი 925-მა მევენახემ ჩააბარა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რთველი პიკურ ფაზაშია. რამდენიმე საწარმო, რომელიც რთველის პროცესში დასაწყისიდან ჩაერთო, გადაივსო და ამ ეტაპზე მუშაობა შეაჩერა.

„ამის მიუხედავად, ყურძნის ჩაბარება არ შეფერხებულა, რადგან რთველის პროცესში ახალი საწარმოები ერთვებიან. ყურძნის გადამუშავების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მევენახეებს მხოლოდ რამდენიმე საათი მოუწიათ რიგში დგომა, რაც აქტიური რთველისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა ყველა მევენახეს მიეცა. კახეთის ყველა რეგიონში ღვინის საწარმოები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ ყურძნის მიღებას“, - განაცხადა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა.

7 სექტემბერს კახეთის მასშტაბით რთველის პროცესში ჩართული იყო 50 კომპანია: გურჯაანში - 16, თელავში - 16, ყვარელში - 10, ახმეტაში - 3, დედოფლისწყაროში - 1, ლაგოდეხში - 1, საგარეჯოში - 2 და სიღნაღში - 1.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სულ გადამუშავებული 23 ტონა ყურძნიდან 14 ათას ტონამდე საფერავია, 5 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. სააგენტოს ცნობით, მევენახეების შემოსავალმა 37 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

 

ამ თემაზე:

კახეთში ღვინის კომპანიები საფერავში 2.40 ლარს იხდიან, რქაწითელში - 75 თეთრს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]