weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფასანაურთან ავარიის შედეგად სომხეთის მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 4 ადამიანი

18:46 შაბათი, 08 სექტემბერი 2018
ფოტო: რუსთავი 2 ფოტო: რუსთავი 2

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 55-ე კილომეტრზე, ფასანაურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტოში უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, სომხეთის მოქალაქე 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დაშავდა ავტომობილში მყოფი, ასევე სომხეთის მოქალაქე, სამი მგზავრი, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო სატვირთო მანქანის მძღოლმაც. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]