weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

19:33 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სოფლებში დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რომლისგან მიღებული მონიტორინგის შედეგები ოპერატიულად მიეწოდება ცივი შესხურების დანადგარებით აღჭურვილ სპეცტექნიკას. წამლობა სწორედ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე იგეგმება.

აზიური ფაროსანას მოზამთრე ფაზის დაწყებამდე, ცივი შესხურების პარალელურად, გრძელდება სოფლის ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება. ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის განცხადებით, მავნებლის განადგურება 15 წუთში ხდება. 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]