weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

დარიალის ხეობაში 1.7კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა

12:22 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას, 1.7კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, გვირაბის მშენებლობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი იყო და ამ მიმართულებით ქვეყანას სტაბილური სატრანზიტო გზა ექნება. გვირაბის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მეტრია.

სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მსგავსი მასშტაბური პროექტისთვის უმოკლეს ვადაში დასრულდა.

„დარიალის გვირაბი ამ დროისთვის უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა. ბოლო წლებში დარიალის ხეობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დიდი ოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილება შეწყდა. 2014 წლის სტიქიას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის განმეორების რისკი, საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას, ასევე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. გვირაბის აშენების შედეგად, სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 51 892 174 ლარია. გვირაბი შპს „ფერმა“ ააშენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]