weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

იტალიაში გამოფენაზე ქუთაისის მერის პორტრეტი გამოიფინა

16:38 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

იტალიის ქალაქ კოზენცაში გამართულ გამოფენაზე ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი გამოიფინა. გამოფენას, რომელიც ქუთაისელი მხატვრებისთვის გამართული ვორშოპის ბოლოს მოეწყო, თავად გიორგი ჭიღვარიაც ესწრებოდა.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, გამოფენაზე კოზენცას მერის პორტრეტიც იყო წარმოდგენილი. მერები ქუთაისელმა მხატვარმა ლევან გოგიტაძემ დახატა.

ქუთაისელ მხატვართა ჯგუფი კოზენცაში 26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა და ვორქშოპში იღებდა მონაწილეობას. 16 მხატვრის მიერ ორი კვირის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები კოზენცაში დარჩა და თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოიფინება.

ვორქშოპი ქალაქ კოზენცას მერიის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]