weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სანთლების რევოლუციას მოვაწყობთ – მეუფე ანტონი მარიხუანას ექსპორტზე

22:22 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018

იუმორში ვიტყვი, რომ სანთლების რევოლუციას მოვაწყობთ. დავანთებთ სანთლებს, შევევედრებით უფალს და უფალი გვიჩვენებს. სანთლების რევოლუცია ეს არის ვედრება და გაძლიერებული ლოცვა. მჯერა, სადაც ორი და სამია, იქ უფალია. ორი და სამი კი არა, ყველა აღშფოთებული ხალხი რომ დავდგეთ ერთად ლოცვაში, ვიცი რა მოხდება და როგორ იქნება“, - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად საქართველოში მარიხუანას მოყვანისა და წარმოების შესაძლო ლეგალიზებასთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რექცია“ მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ მთავრობის ინიციატივის გამო ეკლესია შეშფოთებულია. მისივე თქმით, ხალხი ეკლესიისგან მოქმედებას ითხოვს.

„ეკლესია არ არის მეამბოხე, მაგრამ ხალხი უკვე პირდაპირ მოგვმართავს. ჩვენთვის ეს პირველია და არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. უნდა დავჯდეთ და გავარკვიოთ, რა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ რევოლუცია ჩვენთვის უცხოა, მაგრამ ხალხის დიდი მოთხოვნაა - ნდობადაკარგული ხალხისაც კი. თქვენ იცით, ბოლო დროს მოვლენები როგორც განვითარდა და ეკლესიის რეიტინგმა თითქოს დაიწია, მაგრამ ამ დროს ხალხი საერთოდ არ აქცევს ამას ყურადღება. აქტუალური საკითხია, რა ნაბიჯს გადადგამს ეკლესია.

ეკლესია შეშფოთებულია. ჩვენ ყველა შეშფოთებულნი ვართ. ამას ემთხვევა ის, რომ ხალხის დიდი მოთხოვნაა, ჩვენ პასუხი გავცეთ და ნუ ვდუმვართ. ჩვენს არქმედებას დუმილად აღიქვამენ.

ჩვენ უნდა დავსხდეთ და ეს საკითხი მშვიდობიანად გადავწყვიტოთ ისე, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს, იმიტომ, რომ ეკლესია არ არის ის გზა, რომელიც რევოლუციებს უწყობს ხელს. პირიქით ჩვენ გვინდა, რომ მოვძებნოთ საერთო, თუ არა და არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისთვის. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს იქნება მკაცრად რეგულირებული საქმიანობა და შეიქმნება სპეციალიზირებული სააგენტო, რომელიც მარიხუანას მოყვანა-გადამუშავებას გააკონტროლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]