weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო

13:52 კვირა, 16 სექტემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი განიხილავს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული.

„შს სამინისტროს თხოვნით, სასწრაფოდ დავიწყებთ იმ საკითხის განხილვას, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვაკუუმია დარჩენილი და ჩვენი ამოცანაა ამ ვაკუუმის სასწრაფოდ აღმოფხვრა. შესაბამისად, მომდევნო სასესიო კვირიდან დაიწყება იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას და საუბარია მკაცრ რეგლამენტაციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა არ ექჩარება.

„მთავარია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. დღეს საზოგადოებას იმაზეც კი არ აქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. არის კონკრეტული ეკონომიკური გათვლები, რომელიც არ არის დაკავშირებული ნარკოტიკებთან, დაკავშირებულია მცენარე კანაფთან, მის სამედიცინო თვისებებთან და კოსმეტიკური მიმართულებით გამოყენებასთან.

ეკონომიკური ეფექტი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ კანონპროექტის მიღება შეიძლება იყოს ნამდვილად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის ავტორები ფართო კონსულტაციებს საქართველოს საპატრიარქოსთანაც გამართავენ და საბოლოო ჯამში მიიღბენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ინფორმირებული საზოგადოებისთვის მისაღები იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]