weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საგარეჯოში 17 წლის ბავშვმა თავი მოიკლა

13:34 ორშაბათი, 12 ივნისი 2017

საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ბავშვის ცხედარი ოჯახის წევრებმა წუხელ, საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს. ოჯახისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

სოფელ ნინოწმინდაში საგარეჯოს გამგებლის წარმომადგენელმა თამარ გარსევანიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ბიჭმა სკოლა წელს დაამთავრა, წარმატებული სპორტსმენი იყო და სოფელში უთანხმოება არავისთან მოსვლია.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კახეთში ეს არასრულწლოვანის თვითმკვლელობის მეორე შემთხვევაა. 30 მაისს თავი მოიკლა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებმა მე-9 კლასის მოსწავლე გოგონამ.

ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]