weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საზოგადოება

ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის 15.5-კილომეტრიანი მონაკვეთი (გურჯაანის შემოვლითი გზა) დღეიდან გაიხსნა. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და 38 მილიონი ლარი დაჯდა.

გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა თანამდებობა დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სკოლის დირექტორმა 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ქვეშ არაკორექტული…

ტყიბულის ცენტრში 33 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაჭერეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი რატი წვერავა, რომელსაც სდიეს და სასტიკად სცემეს 5 ივლისის მოვლენების დროს, აგრესიას თავად იწვევდა, პერანგიც თვითონ შემოიხია, ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა…

ფერმერები, რომელთა პირუტყვიც ჯილეხით დაეცემა, სახელმწიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ. მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე ამოქმედდა, კომპენსაციის გაცემას კი სახელმწიფო 2022 წლიდან დაიწყებს.

სამართალდამცველებმა 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისა და დარბევის გამო სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1992 წელს დაბადებული გ.ე., 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. და…

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 31 229 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 1392 შემთხვევა იყო. 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.34%-ს, ხოლო შვიდი დღის მაჩვენებელი 3.72%-ს შეადგენს.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 10:26 საათზე, საქართველოში 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სპეცოპერაციის შედეგად, გორში ხუთი პირი დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით. ბრალდებულების ადვოკატის, ნინო შავშიშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ღამით ჩაატარეს და შეიჭრნენ სახლებში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევი-უბისას მონაკვეთზე ჩამოსული მიწის მასისგან გზა გაწმენდილია და საავტომობილო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბეტონის ბლოკებისგან გზის დამცავი კედელია მოწყობილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]