დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერებასა და ყველა სკოლასთან პატრულის ეკიპაჟების პატრულირებაზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მთავრობის მთავარიამოცანაა მანდატურის სამსახური მაქსიმალურად ეფექტური გახდეს, მანამდე კი საპატრულო პოლიცია ყველა…

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გამგეობამ TDI-ს უარი უთხრა სოფელ მოხეში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე.

დაბა თიანეთში ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა. პროფესიული სასწავლებელი დაკომპლექტებულია სერტიფიცირებული პედაგოგებით, აღჭურვილია გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ამ ეტაპზე სასწავლებელს 17 სტუდენტი ჰყავს, რომლებიც მეფუტკრეობასა და სატყეო საქმეს შეისწავლიან.

საქართველოს პარლამენტის აპარატმა თანამდებობის პირებისთვის 2017 წელს გამოშვებული 19 ერთეული ავტომანქანა „სედანის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 855 000 ლარია გამოყოფილი.

თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქე ბარგში, ერთ-ერთ ჩანთაში აღმოაჩინეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ჩანთაში მყოფი ქალი 22 წლის არის და მას თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდა. ჩანთაში აღმოჩენის შემდეგ ის სამართალდამცავებმა…

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ დასაფინანსებლად 43 ათასი ლარი გაითვალისწინა. საცხენოსნო კლუბის მფლობელი დეკანოზი იაკობ ეხვაიაა. საკრებულომ კლუბს დაფინანსება კულტურული განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გამოუყო.

საქართველოს სახალხო დამცველმა შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ კომპანია „ფრესკოს“ მიერ ქალი თანამშრომლების გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალით გაუმართლებლად მოხდა დასაქმებულ ქალთა პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროში ჩარევა.

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ბიბლუსს“ განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. საქმე ეხება „ბიბლუსი გალერეაში“ დასაქმებული ერთ-ერთი კონსულტანტის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს მას შემდეგ, რაც მან „ბიბლუსში“ არსებულ…

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, სამი პირი - 49 წლის ე.მ., 46 წლის რ.თ. და გ.გ. დააკავეს.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი