weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საზოგადოება

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 24 594 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 310 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 მარტის კვირაში საქართველო აუცილებლად მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში გაურკვეველი ვადით გადაიდო. სასამართლო სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ხვალ, 11 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. 13 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, 12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი. მაღალმთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი,…

„აიყვანა და აჯანჯღარებდა რა ძალაც ჰქონდა. განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს მეთქი, არავინ მომეშველა. დილით რომ გამოვედი, ყველამ მე გადამიარა, ვითომ ბავშვი მე მოვკალი“, – აცხადებს გურჯაანში ოჯახში…

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე კონსტანტინე ანანიაშვილი შეცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და იქ დასაქმებულ 500-მდე ადამიანს 2 მილიონი ლარით დაეხმარება. ამასთან, კალაძის თქმით, ამ სექტორის უსაფრთხო აღდგენისთვის სამუშაოები ზაფხულის პერიოდში დაიწყება.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 22 127 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 96 ინფიცირებული, 12 კი გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]