weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საზოგადოება

დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელმაც საკვირაო ქადაგების დროს სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გააკეთა, მონასტერში გაგზავნით დაისაჯა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს.

ნინოწმინდა-წალკის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ერთმანეთს Chevrolet-სა და Subaru-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მეათე კლასის მოსწვლე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, გარდაიცვალა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბიჭს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის ბოლო სამი თვის განმავლობაში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია და 3.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ერთი კვირის მაჩვენებელს, ის 4.7%-ზეა.

საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 285 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – 1 შემთხვევა – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 19 311 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი, ხოლო 21 გარდაიცვალა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის განცხადებით, გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება შესაძლოა იმიტომ მიიღეს, რომ ოპოზიციიდან ვინმე შევიდეს პარლამენტში.

იაპონიის საელჩომ საქართველოს 4 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა აჩუქა. რეანომობილები კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებს მოემსახურება. გრანტის მოცულობამ 290 500 აშშ დოლარია. 

მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან, რომლის ჯამიც 11 მლნ 888 ათასი ლარია, 4 მლნ 628 ათასი ლარი მერიისა და საკრებულოს დაფინანსებისთვის არის განკუთვნილი. ადგილობრივი ხელისუფლების შენახვის ხარჯები (ხელფასი, ოფისის, სატელეფონო, საწვავის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]