weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საზოგადოება

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4048 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3856 ინფიცირებული, ხოლო 49 გარდაიცვალა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, ტექნიკური ხარვეზი იყო იმის მიზეზი, რომ შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარულ დეპუტატობის კანდიდატებს ზოგიერთ ოლქში 100%-ზე მეტი ხმა ჰქონდათ მიღებული. ამასთან…

20:00 საათის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა 30-ე მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რომელიც ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს მოიცავს. იქ ხმის მისაცემად 37 987 ამომრჩეველი…

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას მათმა დამკვირვებლებმა 100-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირეს, რომლებიც ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ…

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუს-ის თანახმად, შემთხვევა 20 ნოემბერს, სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანას მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც „რეგინფოს“ 32-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ბიჭიკო შანთაძემ უთხრა, ერთიან სიაში მყოფი 658 ამომრჩევლიდან ხმა მხოლოდ 9 ადამიანმა…

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 20.74% (443 963 ამომრჩეველი) იყო. არჩევნების პირველი ტურის დროს, ამავე საათზე აქტივობამ 45.77%…

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) კორონავირუსით გარდაიცვალა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16.47% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 352 456 ამომრჩეველია.  

სადამკვირვებლო ორგანზიაცია „სამართლებრივი არჩევნები“ აცხადებს, რომ მათმა დამკვირვებლებმა დღეს, 15:00 საათამდე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – ერთი, ხმის რამდენჯერმე მიცემის – ერთი და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ორი ფაქტი დააფიქსირეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]