weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საზოგადოება

საქართველოში, ბოლო-დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსზე სულ 27 539 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირება 2622 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1126 ინფიცირებული, 28 კი გარდაიცვალა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ეხმაურება. სიმონიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზაში უცხოელი ექსპერტები არ ჩართო. 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას საქმეზე დასკვნა მოამზადა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი გახდა „ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და…

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი (გიგი) კალანდაძე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს მოთხოვნით, ბერლინის აეროპორტში დააკავეს, აცხადებს, რომ საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. კალანდაძე დარწმუნებულია, რომ გერმანიის სასამართლო…

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) საქართველოში მოკლული ჟურნალისტების სიაში ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა დაამატა. 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 45 006 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 4234 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათში 1727 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ტრადიციულად, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს საშობაო ეპისტოლეთი მიმართა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების 159 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ამ შტამის სწრაფი გავრცელება იქნება. 

საქართველოს მასშტაბით ბოლო 24 საათში ჩატარებული 40 377 ტესტის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 3436 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 32 პაციენტი, 1805 კი გამოჯანმრთელდა. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]