weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, საქართველოს საავტომობილო გზების 14 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული.  

მიწის რეგისტრაცია ფასიანი გახდა

სამშაბათი, 04 იანვარი 2022 23:50

2022 წლის პირველი იანვრიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება, სპორადული (ინდივიდუალური) წესით, ფასიანი გახდა. ამასთან, იანვრამდე წარდგენილ განცხადებაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება უსასყიდლოდ დასრულდება.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 39 315 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 3590 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1955 ადამიანი, ხოლო 67 გარდაიცვალა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა. ამასთან, მინისტრის მოადგილის თანამდებობა გიორგი წოწკოლაურმა დატოვა. 

საბერძნეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი შოთა თევდორაძე მოკლეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა პირველ იანვარს, ღამით, ათენის გარეუბანში მოხდა.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 15 032 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2789 ინფიცირებული, ხოლო 37 გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წლის ბოლოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლების მხოლოდ 40%-ია აცრილი, მაშინ, როდესაც 60%-ის მოცვა იყო დაგეგმილი. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა. ცხრა მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 802 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 2100 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2251 ინფიცირებული, 42 კი გარდაიცვალა.

საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით მხარი დაუჭირა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რის შედეგადაც იანვრიდან თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსისა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაშიც.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]