weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 39 036 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 2097 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 2331 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

სახალხო დამცვლის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ასევე შეხვდა სააკაშვილის ექიმ ნევროლოგს და ჰოსპიტლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის ციხის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ავტოავარიის შედეგედ 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 46 059 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 2514 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 61 ინფიცირებული, 2711 კი გამოჯანმრთელდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი ნაგავსაყრელის ოთხი თანამშრომელი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულები სისტემატურად ყიდდნენ ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგის და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო…

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონპროექტზე, რომელიც „ძირს უთხრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლად ფუნქციონირებას“.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს თანამშრომელი საბა ბრაჭველი და სახალხო დამცველის მერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად არ შეუშვეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დაესწრო იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს. 

ვაქცინაციაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 60-დან 50 წლამდე დაიწევს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]