weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 51 749 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4100 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3397 ინფიცირებული, 67 კი გარდაიცვალა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მნიშვნელოვნად გაამკაცროს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების მექანიზმებს. მისივე თქმით, შესაძლოა უვადო კოვიდ-პასპორტის საკითხიც გადაიხედოს. 

მაკო გომურმა, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. იგი სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების…

გერმანიის მთავრობამ საქართველოსთვის 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო, რომელიც პანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების სოციალურ დაცვას უნდა მოხმარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 საათით ადრე მიყვანისა და პროცესის დაგვიანებით დაწყების გამო. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც „პიჯაკების საქმედ“ მოიხსენიებენ, უფრო მეტად „ბოტოქსების საქმე“ შეიძლება ეწოდოს. ამის შესახებ წილოსანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში…

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 50 626 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 3731 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4295 ინფიცირებული, 72 კი გარდაიცვალა.

ჟურნალისტები თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლას ითხოვენ, სადაც დღეს ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილება. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს მიმართა, პროცესზე მედიის წარმომადგენლები დაუშვას, რათა „საკუთარი თვალით ნახონ ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ,…

თბილისის მერის და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს რუსულ ენერგოჰოლდინგ „ინტერ რაოსთან“ დავა არ წაუგია და საარბიტრაჟო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილიმა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორად გიორგი დოხტურიშვილი დანიშნა. 2018 წლის აგვისტოდან ამ თანამდებობაზე შოთა რეხვიაშვილი მუშაობდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]