weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

ინაშვილი ნაციონალური მოძრაობის 780 000 ამომრჩევლის რეალურობის დადგენას ითხოვს

15:55 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ შეუძლებელია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 780 ათასი ამომრჩეველი ჰყავდეს. ინაშვილი პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაიწყოს გამოძიება, გრიგოლ ვაშაძის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებთან დაკავშირებით.

საგანგებო ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად ერთი და იგივე, დაახლოებით 3 ათასამდე აქტივისტი ჰყავს, რომელიც ხან ფილარმონიაში იკრიბება, ხან პარლამენტის შენობის წინ.

„შეუძლებელია რეალურად გყავდეს 780 ათასი ამომრჩეველი და შენს მიერ ორგანიზებულ აქციაზე არ იდგეს მინიმუმ 30 ათასი მხარდამჭერი. ამას დიდი ფილოსოფია და ანალიზი არ სჭირდება. დღეს მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ვითხოვ, საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ თითქოსდა 780 ათასი ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით.

პირდაპირ და მკაფიოდ ვამბობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ამ აფერისტობაში მონაწილეობს, როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ისე მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან კონკრეტული თანამდებობის პირები“, – განაცხადა ინაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძემ 780 680 ამომრჩევლის ხმა მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]