„მალე დაგეგმილია პარტიის მორიგი ყრილობა და ძალიან საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს. ეს საინტერესო იქნება ჩვენი ოპონენტებისთვისაც და მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც არის. ჩემი აზრით მდგომარეობა სახარბიელო არ არის. ვფიქრობ, რომ უბრალოდ ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად გააქტიურდეს ჩვენი პარტიული ორგანიზაცია, ჩვენი მხარდამჭერები, ის ადამიანები, ვისაც სჯერა იმ გზის, რომელსაც ვთავაზობთ. გვაქვს ყველა მიმართულებით შემუშავებული ძალიან სერიოზული პროგრამა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამზადდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ 3 წელი გავიდა და აქტუალობა არცერთ პუნქტს არ დაუკარგავს“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
ანზორ ბიწაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ საარჩევნო სიაში მეოთხე ნომერი იყო.