მისივე თქმით, მთავარი არ არის ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს, რადგან დღეს მედიასივრცეში არსებული პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია.
„პრობლემა უფრო მძიმე და მასშტაბურია. ჩვენს მედიასივრცეს, საიდანაც საზოგადოების აღქმა მოდის, თუ ანალიზს გავუკეთებთ, იქ საშინელება იხატება. ბოლო დღეებში ამაზე მსჯელობა გვქონდა გუნდში.
გარდა იმისა, რომ ბილწსიტყვაობა უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა, რაც ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია, ტელევიზიებიდან დედის გინება მოდის. ეს მდარე სერიალები და გადაცემები ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე შეიძლება განგაში ავტეხოთ.
[...] ტელევიზიები იაფი ტრიუკებით ცდილობენ მოსახლეობის მიზიდვას და მათ რიცხვში თქვენი ტელევიზიაც [იგულისხმება „იმედი“]. ახლა, თუ კრიტიკაზე წავა, თქვენი ტელევიზიაც შემიძლია ვაკრიტიკო, არა მარტო „რუსთავი 2“, თუმცა, რაც მოდის იქიდან და მოედინება, ეს ენითაღუწერელია. აქედან გამომდინარე, ის პრობლემა რაც დგას, არის გაცილებით გლობალური, ვიდრე „ქართული ოცნების“ არჩევნები 2020 წლის თუ 2019-ის, ასევე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენა. ეს არ არის მთავარი. უფრო მთავარი ღირებულებაა, რომ საზოგადოება ცუდი მიმართულებით არ წავიყვანოთ. ის რაც ხდება, თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება, გამოთაყვანებული საზოგადოება მივიღოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.