weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

18:55 სამშაბათი, 04 აგვისტო 2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ალეკო ელისაშვილი კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრის. ამის შესახებ მან პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მინდა ჩემს უბნელებს, მეზობლებს, ჩემს საბურთალოელებს კიდევ ერთხელ ვთხოვო თანადგომა. მინდა, კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით გავიმეოროთ ის წარმოუდგენელი ამბავი, რაც თბილისში მოხდა 2014 წელს, როდესაც საბურთალოელებმა, როგორც დამოუკიდბელ კანდიდატს და პოლიტიკოსს, დამიჭირეს მხარი.

დიახ, არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია „მოქალაქეების“ სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვიცი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ, მაგრამ ამ გამარჯვებას ექნება ეშხი, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ 2014 წლის შედეგს და ვაჩვენებთ საბურთალოელების მხარდაჭერის ძალას“, - განაცხადა ელისაშვილმა.

საბურთალოს ოლქში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა. ამავე ოლქში იყრის კენჭს ბადი ჯაფარიძე „ლელოდან“ და თაკო ჩარკვიანი პარტიიდან „კანონი და სამართალი“.

ალეკო ელისაშვილი 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს საბურთალოს დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად თბილისის საკრებულოში. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა შეწყალების საკითხთა სახელმწიფო კომისიას. მონაწილეობდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში და ამომრჩეველთა ხმების 17.46 % (69 705 ხმა) მიიღო, რომლითაც მეორე ადგილზე გავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]