weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტს გამოეხმაურა

13:26 ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამოეხმაურა. დეპარტამენტის განცხადებით, პუტინის ვიზიტი ჟენევის მოლაპარაკებების პრინციპებთან შეუსაბამოა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში, არის შეუფერებელი და შეუსაბამო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებთან, რომლის ნაწილის არის რუსეთი. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები და დააბრუნოს ომამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე ჩავიდა. ის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა და რიგ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას დაპირდა.

2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინი უკვე მეოთხედ ჩავიდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]