weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება

23:16 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს, პოლონეთიდან, "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტიდან შევა. სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, მისი დაბრუნება რუსული ტელეკომპანიებისთვის ცირკად არ გადააქციონ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეობა ივლისის ბოლოს ჩამოართვა, იმედოვნებს, რომ საზღვართან მხარდამჭერები დახვდებიან.

"ჩვენთან ერთად ბევრი ჟურნალისტი იქნება. იქნებიან დეპუტატები და უბრალო ადამიანები. პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებს უნდათ, რომ საზღვრამდე გამაცილონ. მადლობელი ვიქნები, თუ ხალხი საზღვართან მოვა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საზღვარზე მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს. "თუ მე ვარ ადამიანი, რომელსაც უკრაინის მოქალაქობა არ აქვს, მაშინ მე ვარ ადამიანი მოქალაქობის გარეშე, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს", - განაცხადა მან.

უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში, ლიტვასა და უნგრეთში იმყოფებოდა. ამჟამად ის პოლონეთშია. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]