weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შუახევის გამგებელი საბანკო სესხს პრემია-დანამატების ხარჯზე იხდის

20:24 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ 2015-2016 წლების განმავლობაში პრემია და დანამატი 10-ჯერ აიღო, რაც ჯამში 26 828 ლარია, აქედან ხელზე მისაღები თანხა კი 21 462 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხით მან მთლიანად გადაიხადა საბანკო სესხის წლიური პროცენტები და შვილის სწავლის ქირა.

ტარიელ ებრალიძე შუახევის გამგებლის თანამდებობაზე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. მანამდე, 2013 წლიდან ის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 

შუახევის საკრებულოს დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 2 650 ლარით, რაც ერთ წელიწადში 31 800 ლარია

როგორც ირკვევა, პრემია-დანამატების ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება შუახევის გამგებელის მიერ ოფიციალურად დეკლარირებულ პირად და საოჯახო ხარჯებს. კერძოდ, ბოლო ორ წელიწადში ტარიელ ებრალიძეს ამგვარი ხარჯების გადახდა 16 610 ლარი დაუჯდა, - აქედან, მან გადაიხადა „ლიბერთი ბანკიდან“ აღებული სესხი და მისი წლიური პროცენტები - სულ 14 110 ლარი, ხოლო 2 500 ლარი უფროსი შვილის სწავლის ქირის გადასახდელად გაიღო.    

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]