weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ბანკებით – ღარიბაშვილი

17:12 სამშაბათი, 17 აგვისტო 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, გონიოს ციხის ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გონიოში ახალი ქალაქი უნდა აშენდეს თავისი კაზინოებითა და ბანკებით.

„მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ - ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილზე ვიმყოფებით, ცნობილ გონიოს ციხეში. აქვე ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასევე უნიკალური ადგილი - გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი, თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით.

რეალურად, ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული.

ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროშია სპეციალზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და რეგიონში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამ და სხვა პროექტების განხორციელებას „სიმშვიდე და სტაბილურობა“ სჭირდება.

გონიოს განვითარების კონცეფციასა და ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის საინვესტიციო პოტენციალზე აჭარის მთავრობა ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა. 2020 წელს მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ პროექტზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]