weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა დააკვირდება

15:02 ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. ამის შესახებ განცხადება მან Twitter-ზე გაავრცელა.

„საქართველოში მივემგზავრები, მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. უცილებელია, არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად“, – წევრს ევროპარლამენტარი.

ანა ფოტიგა ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის წევრია. ის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მუშაობს.

19 აპრილს შეთანხმების თანახმად, თუ 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ქართული ოცნება“ ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა, რის შემდეგაც პარტიის ლიდერები აცხადებენ, 2024 წლამდე ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]