weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

ეს არჩევნები აჩვენებს, მიდის თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით – გრეგოროვა

10:16 ხუთშაბათი, 30 სექტემბერი 2021

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოვიდა.

„ეს მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები არაა. ეს საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს, მიდის თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ, რათა დავაკვირდეთ და შევამოწმოთ, რომ არ განმეორდება ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა“, – განაცხადა მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან.

გრეგოროვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არჩევნებისთვის პოზიტიური არ იქნება.

„მჯერა, რომ საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება. არ ვფიქრობ, რომ ეს ძირითადად პოზიტიური იქნება, რადგან ამ არჩევნებს სტაბილურობა სჭირდება. ეს კი ის არის, რაც მას არ მოაქვს. მე არ ვსაუბრობ მის პირად პოლიტიკაზე. მე მხოლოდ სიგნალებსა და სიმბოლოებს ვგულისხმობ. ვიმედოვნებ, რომ თუკი ის ჩამოვა, დაბრუნდება უფრო ჩუმად და არა 2 ოქტომბერს, როდესაც ამას ყველა ელოდება“, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

2 ოქტომბრის არჩევნებს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, სულ შვიდი ევროპარლამენტარი დააკვირდება. ესენი არიან: მიჰაილ გალარი, მირიამ ლექსმანი, მარინა კალიურანდი, კატალინ ჩე, მარკეტა გრეგოროვა, ჯორდი სოლე და ანა ფოტიგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]