weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

სააკაშვილს მკაფიოდ ვთხოვეთ არ გამოიწვიოს პროვოკაციები – კალიურანდი

11:34 ხუთშაბათი, 30 სექტემბერი 2021

ევროპარლამენტარმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის ის, რომ პატივი სცენ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს.

კალიურანდის თქმით, მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, პროვოკაციები არ გამოიწვიოს.

„რამდენიმე კვირის წინ ევროპული პარლამენტის წევრებთან ერთად შეხვედრა მქონდა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან სტრასბურგში. შეხვედრისას მეც და ყველა წევრმა, ვფიქრობ ძალიან მკაფიოდ ვთხოვეთ, არ გამოიწვიოს პროვოკაციები და ვთხოვეთ გამოიყენოს მისი პოლიტიკური კაპიტალი, რაც მას ამ ქვეყანაში აქვს, ვითარების დეპოლარიზაციისთვის, ეს ქვეყანა მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებამდე მიიყვანოს და გააკეთოს ყველაფერი პოლარიზაციის დასაძლევად, რაც სამწუხაროდ საქართველოში ბოლო არჩევნების შემდეგ მოხდა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

2 ოქტომბერს, შაბათს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. 27 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს, 2 ოქტომბერს გამოემგზავრება და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე იქნება. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და დაიცვას მოპოვებული გამარჯვება.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დააკავებენ და ყველა, ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]