weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

საქართველოს არ სჭირდება პოლიტიკური არასტაბილურობა – დეგნანი სააკაშვილის ჩამოსვლაზე

14:27 ხუთშაბათი, 30 სექტემბერი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.

„მე არ ვაპირებ სპეკულირებას იმაზე, თუ რა შიძლება გააკეთოს და რა არა ბატონმა სააკაშვილმა. ამაზე გაკეთდა ბევრი კომენტარი, მათ შორის ბატონი სააკაშვილის მხრიდანაც. ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის მშვიდი, მშვიდობიანი გარემო და არა მეტი პოლიტიკური არასტაბილურობა ან ძალადობა. ეს არის ის, რაშიც წვლილის შეტანას ყველა უნდა ვეცადოთ. იმედი მაქვს, რომ ეს არის ის, რასაც დავინახავთ ხვალ და არჩევნების შემდეგ დღეებში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

2 ოქტომბერს, შაბათს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. 27 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს, 2 ოქტომბერს გამოემგზავრება და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე იქნება. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და დაიცვას მოპოვებული გამარჯვება.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დააკავებენ და ყველა, ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]