weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ლოზუნგი „არჩევნები გაუქმებულია“ ჩვენთვის მიუღებელია – ბოკერია

17:21 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ადგილობვრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიციამ საარჩევნო მობილიზების საქმეში წინ გადადგა ნაბიჯი, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი „ივანიშვილის რეჟიმის კრიმინალური, არალეგიტიმური მეთოდების გადასალახად“.

გიგა ბოკერია არ ეთანხმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელმაც თქვა, რომ „ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია“.

„ასეთი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაგრამ ლოზუნგი, რომ „არჩევნები გაუქმებულია“ ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ მცდარად მიგვაჩნია, არსებითად და პრაგმატულად.

ასეთი სახიფათო, ავტორიტარული რეჟიმების, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდამჭერის მოპოვება სჭრიდება, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას.

ჩვენ საზოგადოებას არ უნდა შევუქმნათ მოლოდინი სწრაფ წარმატებაზე. ეს არის რეალობა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად თანმიმდევრული, სამწუხაროდ, არამოკლევადიანი ბრძოლისთვის და ამ წარუმატებლობამ, ამ ეტაპზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაგვაგდოს სასოწარკვეთაში, იმიტომ, რომ ეს განცხადებები, რომ აღარ შეგვიძლია მოთმენა და რაღაც უნდა ვქნათ, ეს პირიქით, ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ნიჰილიზმის დამყარებას და საზოგადოების სასოწარკვეთაში ჩაგდებას“, – განაცხადა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგები დათვალა. წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა, ყველგან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდ ქალაქებში უპირატესობა ბიულეტენების გაბათილების ხარჯზე მოიპოვა.

ცესკოს შედეგების გამოცხადების შემდეგ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს“.

ოპოზიცია შედეგების გასაჩივრებას გეგმავს და ხმების დაცვის მიზნით არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავს. ნიკა მელიამ მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმის გაჟღერებას აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]