ოქტომბერი 22, 2017
weather cur airplane horoscope tv

დუშეთის გამგებელს 5 პირადი მრჩეველი ჰყავს

17:58 - 04 სექტემბერი 2017 hits 7429

დუშეთის გამგეობის საშტატო ნუსხის მიხედვით, მუნიციპალიტეტის გამგებელს ვაჟა ჩოხელს შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 5 მრჩეველი ჰყავს. მათ შორის, 4 მრჩევლის ხელფასი თვეში 1 000 ლარია, ერთისა კი 700 ლარი.

გამგეობის ახალ საშტატო ნუსხაში, რომელიც დუშეთის საკრებულომ 2017 წლის 4 აგვისტოს დაამტკიცა, გამგებლისთვის 5 მრჩეველია გათვალისწინებული:

  • მთავარი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში;
  • მრჩეველი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხებში;
  • მრჩეველი ფინანსური მართვის, კონტროლისა და შიდა აუდიტის საკითხებში;
  • მრჩეველი-კონსულტანტი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში;
  • მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.

დუშეთის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა თავდაპირველად „რეგინფოს“ უთხრა, რომ 2 მრჩეველი ჰყავს, თუმცა მას მრჩევლების ვინაობა დავუკონკრეტეთ.

- ნოდარ კობიაშვილი ყოფილა თქვენი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.

- კი, მერე?

- ზურა ბულაშვილიც თქვენი მრჩეველი ყოფილა.

-დიახ, არის, საფინანსო საკითხებში.

- ირაკლი წიკლაური რა საკითხებშია თქვენი მრჩეველი?

- საფინანსო და ქონების მართვის საკითხებში.

- საფინანსოში ხომ მითხარით უკვე რომ ზურა ბულაშვილი გყავთ?

- ზურა ბიუჯეტის დაგეგმარების საკითხებშია მრჩეველი.

- ახლა არ მითხარით 2 მრჩეველი მყავსო?

- კიდევ არის ვინმე?

- ლეილა შაბურიშვილიც თქვენი მრჩეველი ყოფილა. რა საკითხებში?

გენდერულ საკითხებში. მოთხოვნაა ასეთი, რომ გენდერულ საკითხებში მრჩეველი გვყავდეს.

- თვითმმართველობის განხორციელების საკითხებშიც გყოლიათ მრჩეველი. ვინ არის?

- ლევან მნათობიშვილი.

- და რად გინდათ ამდენი მრჩეველი, შესაბამისი ფუნქციების სამსახურები ხომ გაქვთ გამგეობაში?

- საჭიროა ალბათ.

გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის ხელფასი თვეში 700 ლარით არის განსაზღვრული, დანარჩენი 4 მრჩევლისა კი 1 000 ლარით, რაც დუშეთის გამგეობაში სამსახურის უფროსის ანაზღაურების იდენტურია. 

გარდა ამისა, დუშეთის გამგებელს ჰყავს თანაშემწეც, რომლის ხელფასი 790 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დუშეთის გამგეობის სტრუქტურაში არსებობს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამსახურებიც. მაგალითად, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში დასაქმებულია 11 საჯარო მოხელე, შიდა აუდიტის სამსახურსა და იურიდიულ განყოფილებაში - 4 - 4 მოხელე და ა.შ. სულ დუშეთის გამგეობაში 148 საჯარო მოსამსახურეა დასაქმებული. 

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com