weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხარაგაულის საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

22:39 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ვარლამ ჭიპაშვილსა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თორნიკე ავალიშვილს შორის ჩხუბისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო, ხარაგაულის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ჩაიშალა.

სხდომის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქეთევან ზუმბაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფრაქციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი, რომლის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული საკრებულოს სხდომების ჩაშლის მიზეზით, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ჩვენება არ ემთხვეოდა დანარჩენი მოწმეების ჩვენებას.

სხდომაზე, საკითხების განხილვამდე, საკრებულოს წევრმა ინგა მაღრაძემ დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება მოითხოვა. დისკუსიაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ჩაერთვნენ, რაც მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილობრივი გაზეთის „ჩემი იმერეთის“ ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ თორნიკე ავალიშვილმა მოითხოვა, რომ სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის ნაცვლად მის მოადგილეს, გივი თხელიძეს წარემართა.

„ამის მიზეზად თორნიკე ავალიშვილმა ჯერ ის დაასახელა, რომ მანანა ბარბაქაძე საკითხის განხილვისას პოლემიკაში ჩაერთო, რაც თავმჯდომარეს რეგლამენტით ეკრძალება. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ მას ჩხუბის დროს წიხლი ესროლა“, – წერს „ჩემი იმერეთი“.

გამოცემის ცნობით, თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის გაგრძელების შესაძლებლობა არც შესვენების შემდეგ მისცა. სხდომა 5 სექტემბრისთვის გადაიდო.

ჩემი იმერეთი

ყოველკვირეული დამოუკიდებელი გამოცემა იმერეთის რეგიონში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. გაზეთი ამუშავებს ვებგვერდს www.chemikharagauli.com

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]