weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ორმაგ ხელფასს იღებს და ფულს აპროცენტებს

17:40 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია ყოველთვიურად იღებს დანამატს ხელფასის ოდენობით - 2 150 ლარს, რის შედეგადაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მან გაორმაგებული ანაზღაურება - 101 863 ლარი მიიღო. ნიკოლოზ ლატარია და მისი მეუღლე პროცენტიან სესხებს გასცემენ, - ასეთი სესხებიდან მათ 167 203 ლარის ოდენობით სარგებელი მიიღეს.

ქუთაისის საკრებულოს დადგენილების თანახმად, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 150 ლარია. შესაბამისად, მისი ხელფასის წლიური ოდენობა 25 800 ლარს შეადგენს. რეალურად, ნიკოლოზ ლატარია ხელფასს ორმაგი ოდენობით იღებს. 2015 წლის განმავლობაში მან სულ 50 263 ლარი მიიღო, ანუ, ხელფასის გარდა, დამატებით 24 463 ლარი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2016 წელსაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ყოველთვიურად იღებდა დანამატს ხელფასის ოდენობით, რის შედეგადაც მისმა ანაზღაურებამ ჯამში 51 600 ლარი შეადგინა

საჯარო სამსახურის გარდა, ნიკოლოზ ლატარია ბიზნესის სფეროშიც საქმიანობს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი დღეისათვის 4 კომპანიის მეწილეა: შპს „ნიკოილი 9“ (100 %), შპს „ნიკოილი-თერჯოლა“ (50 %), შპს „გიო“ (40 %) და შპს „ფრეშ ფუდი“ (55 %), თუმცა, იგი ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ ბიზნესიდან შემოსავალი არ მიუღია. 

ნიკოლოზ ლატარიას მეუღლე ხატია სირბილაძე 3 კომპანიაში ფლობს წილს: შპს „ნიკოილი“ (70 %), შპს „გუდლაინი“ (20 %), ასევე შპს „ოპტიმა +“ (50 %), საიდანაც მისი წლიური შემოსავალი 333 368 ლარი იყო. 

როგორც ირკვევა, ნიკოლოზ ლატარია და მის მეუღლე სხვადასხვა ბიზნესკომპანიებზე პროცენტიანი სესხებსაც გასცემენ. კერძოდ, მათ ორ ბიზნესკომპანიაზე (შპს „გიო“ და შპს „გუდლაინი“) გაცემული აქვთ 4 უვადო სესხი 15 %-ანი წლიური სარგებლის გადახდის პირობით. გაცემული სესხების ოდენობა ჯამში 501 891 ლარია, ხოლო 2014-2015 წლებში მიღებულმა საპროცენტო სარგებელმა 167 203 ლარი შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ნიკოლოზ ლატარიამ პარტია „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობა 4-ჯერ ჩაურიცხა, თუმცა შეწირული თანხის ოდენობა სულ 1 306 ლარი იყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]