weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან და ამერიკასთან, როგორც არასდროს – პრემიერი

12:03 შაბათი, 18 დეკემბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რა დროსაც საგარეო პოლიტიკასაც შეეხო. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც არასდროს.

„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებში საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან, ამერიკასთან, როგორც არასდროს. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა ევროპასთან უვიზო რეჟიმიც და თავისუფალი ვაჭრობა, რასაც წინ უძღოდა ჩემი პირველი პრემიერობის დროს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულების წარმატებით შესრულება. 

ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა და ჩვენს შორის არსებული მთავარი პრობლემის – ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის, დეოკუპაციის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, საერთაშორისო დიალოგის ფორმატების გავლით ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სტრატეგიულ პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ-სა და ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]