weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

რუსეთმა თავის ყოფილ საელჩოსთან აქციის გამო საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა 

16:15 შაბათი, 29 იანვარი 2022

თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობისა და ამჟამინდელი სექციის წინ პარტია „ევროპული საქართველოს“ აქციის გამო, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა. 

მისი თქმით, 26 იანვარს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა. რუსულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დაცვისკენ მოუწოდა.

„ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ზაიცევმა.

„ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით უკრაინის მხარდამჭერი აქცია 26 იანვარს, საღამოს გაიმართა. რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობაზე უკრაინის დროშა წარწერით „დიდება უკრაინას“, ასევე, ნატოს დროშა მიანათეს. 

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო დოკუმენტის დარღვევას, ფეხქვეშ გათელვას, ახლა საუბრობს იმაზე, რომ თურმე საელჩოს ყოფილ შენობაში შუქი ჩაქრა. ჯერ ერთი, ჩვენ არც გვინახავს, ჩაქრა თუ არა. თავადაც მარტივად ჩააქრობდნენ და ამას გამოიყენებდნენ საპასუხოდ. ეს აჩვენებს დღევანდელი რუსული ხელისუფლების პოლიტიკის სახეს. მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის და აბსოლუტურად მიუღებელი სიჩუმის ფონზე, საზოგადოებრივი პროტესტი, პოლიტიკური პოზიციონირება, რაც „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა, არის სწორი, მართალი და საჭირო პოზიცია. რუსეთის რეაქციაც ამაზე მიუთითებს“, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი რუსეთის ხელისუფლების განცხადებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]