weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბორჯომის მერობის კანდიდატად ზაზა ჩაჩანიძე წარადგინა

13:29 ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ბორჯომის მერობის კანდიდატად საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე წარადგინა. ჩაჩანიძის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ოჯახებს მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, ერთჯერადად 6000 ლარი გადაეცემათ.

„ზაზა ჩაჩანიძე ძალიან კარგი, წესიერი და მორწმუნე კაცია. ჩვენი პრიორიტეტები ცნობილია. ეს არის შემწეობები, ბინათმშენებლობა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უფასო ტრანსპორტი “, - აღნიშნა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია „ბორჯომთან“ ინტერვიუში. 

2014 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის სექტემბრამდე ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ ქალაქ ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]