weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

10:47 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ცესკოს მიერ რეგისტრირებულია 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 24 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი.

წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო 15-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან მათ უკვე ჰქონდათ განსაზღვრული რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით. ცესკოს მიერ რეგისტრირებულ მხოლოდ ერთ საინიციატივო ჯგუფს რიგითი ნომერი ცესკოს მიერ განესაზღვრა.

კანონმდებლობის თანახმად, პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ იგივე რიგითი ნომრები, რაც მიენიჭათ მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს.

სულ 27 რიგითი ნომერი გათამაშდა. ცესკოს ინფორმაციით, რიგითი ნომრები კომისიის სხდომაზე მიწვეულმა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა დოლურიდან თავად ამოიღეს. წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 15 საარჩევნო სუბიექტს შემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭათ:

№4 - „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“

№9 - „მემარცხენე ალიანსი“

№11 - „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“

№13 - „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“

№14 - „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

№18 - „ტრადიციონალისტები“

№20 - „შენების მოძრაობა“

№23 - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

№27 - ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“

№29 - „ახალი მემარჯვენეები“

№31 - „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“    

№34 - „მამულიშვილთა ორდენი სამშობლო“

№37 - „სოციალისტური საქართველო - კომუნისტები“

№38 - ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება“

№39 – „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“

საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (წილისყრაში მონაწილეობის გარეშე) განესაზღვრათ:

№1 - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

№2 - საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“

№3 - ბლოკი „ლორთქიფანიძე, კუკავა-თავისუფალი საქართველო“

№5 - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

№6 - „რესპუბლიკური პარტია“

№7 - „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ 

№8 - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

№10 - „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

№12 - „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები“ 

№15 - „მშრომელთა სოციალისტური პარტია“

№17 - „საქართველო“

№22 - „მერაბ კოსტავას საზოგადოება“

№28 - „ზვიადის გზა უფლის სახელით“ (სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე)

№41 - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

№42 - საინიციატივო ჯგუფი - მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]