weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

NDI: გამოკითხულთა 66% რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ემხრობა

16:50 ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის ფონზე, მოქალაქეების უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ემხრობა.

შეკითხვაზე – უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, 66%-მა განაცხადა, რომ „უნდა შემოიღოს“. გამოკითხულთა 23% სავიზო რეჟიმის შემოღებას არ უჭერს მხარს.

კვლევის მიხედვით, სავიზო რეჟიმის შემოღებას ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, კაცები და უფროსი ასაკი მოქალაქეები არ უჭერენ მხარს.

NDI-ის ინფორმაციით, კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) პერიოდში ჩატარდა. ორი სატელეფონო ინტერვიუ საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით, სრულწლოვან მოქალაქეებს შორის განხორციელდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. თებერვლის კვლევა მოიცავდა 2036 ინტერვიუს, ხოლო მარტის – 2024 ინტერვიუს. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8%-ია, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6%-ს შეადგენს.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, „CRRC საქართველოს“ მიერ ტარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]