ნოემბერი 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

5 წლის წინ გვქონდა 3 სატელევიზიო არხი, ახლა გვაქვს 13, ეს უდიდესი ნახტომია – პრემიერი

11:36 - 13 სექტემბერი 2017 hits 273

„5 წლის წინ გვქონდა 3 სატელევიზიო არხი, რომელიც მთელ ქვეყანას ფარავდა და ერთ - ცენტრალური ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებად ნარატივს იმეორებდა. ამჟამად, ჩვენ ორჯერ, სამჯერ მეტი - ჩვენი მონაცემებით, 13 არხი გვაქვს, რომელიც მთელს საქართველოს ფარავს. გარდა ამისა, მოქმედებს 60-ზე მეტი ადგილობრივი არხი. 5 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ეს უდიდესი ნახტომია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის საერთაშორისო კონფერენციაზე „A World in Flux: The Future of Democracy, Europe and the Middle East“.

მედიის თავისუფლების საკითხზე კითხვა მას კურტ უოკერმა, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა დაუსვა: „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რაოდენ დიდ ყურადღებას უთმობთ ამ შეფასებებს და ახდენთ პროცესის მონიტორინგს. ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო მედიის თავისუფლების საკითხზე, რადგან ბოლოს სწორედ ეს მიმართულება ახსენეთ. ამ საკითხის ირგვლივ არ წყდება დებატები საქართველოში. ვგულისხმობ მედიასაშუალებების საკუთრებაზე წვდომას, მედიაპლურალიზმს, მათ შორის, ერთ-ერთი სატელევიზიო არხის საკუთრების საკითხს. რა მიმართულებით ვითარდება პროცესი და როგორ წარმოგიდგენიათ ეს?“

„ჩვენ ავამოქმედეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტი, გვაქვს სიხშირეების დიდი რაოდენობა. გარდა ამისა, გავმართეთ და დავაჩქარეთ ახალი არხებისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესი. მაუწყებლობის ნებართვის მისაღებად სულ რაღაც 10 კალენდარული დღეა საჭირო. პროცესი ძალიან მოწესრიგებულია.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, როგორც მოგეხსენებათ, ყველასთვის შესამჩნევია, რომ ადგილი არ აქვს ინტერვენციას არხის საქმიანობის კუთხით. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რასაც, რა თქმა უნდა, ყველა ვცემთ პატივს. შემდეგ მივიღეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც, ჩვენი აზრით, ასევე პატივსაცემია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას არ ვეთანხმებით. არხი დღეს ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მუშაობის გაგრძელების საშუალება მიგვეცა არხისთვის მისი ანგარიშების დაყადაღების გარეშე. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა გვეჩვენებინა ხელისუფლების ნება, არ ჩაერიოს თავისუფალ მედიაგარემოში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველო 5 წლის წინ 91-ე ადგილზე იყო, ახლა კი 64-ე ადგილზეა.

„ამჟამად, ამ მონაცემებით სრულიად კმაყოფილები რა თქმა უნდა არ ვართ, თუმცა ეს ნიშნავს, რომ საქართველო პროგრესირებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი