ნოემბერი 19, 2017
weather cur airplane horoscope tv

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობისთვის ბორჯომის გამგებელმა პრემია გამოიწერა

22:34 - 13 სექტემბერი 2017 hits 422

20–27 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა საკუთარ თავს და კიდევ რამდენიმე თანამშრომელს პრემია გამოუწერა.

11 თანამშრომლის პრემირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 10 150 ლარი გამოიყო, საიდანაც ყველაზე მეტი, 1250-1250 ლარი, გამგებლმა, მისმა პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ ხითარიშვილმა აიღეს.

გამგებლის წარმომადგენლებმა წაღვერსა და ყვიბისში 1200-1200 ლარის ოდენობით პრემია მიიღეს, გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტმა დაბა ყვიბისში - 625 ლარი, იურიდიული კონსულტაციების სასამართლო საქმეთა წარმოების კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა - 625 ლარი, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა - 625 ლარი. პრემია მიიღო გამგეობის ორმა მძღოლმა, თითოეულმა 850 ლარის ოდენობით, მესამე მძღოლმა 425 ლარი.

ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბარში, გამგებლის პირველმა მოადგილემ, ანზორ სვანიძემ განმარტა, რომ სტიქიის დღეებში გამგეობის თანამშომლებს თანხის ხარჯვა საკუთარი ჯიბიდან უხდებოდათ.

„რვა დღის განმავლობაში სახლში არცერთი დღე არ გაგვიტარებია და ტანსაცმლის გამოუცვლელად ვიყავით ადგილზე. არავის საქმიანობას და შრომას ჩვენსას არ ვადარებთ, რა თქმა უნდა, იქ მეხანძრეებს ყველაზე დიდი საქმე ჰქონდათ. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული კანონის სრული დაცვით და ადამიანებმა განსხვავებული თანხით და დამსახურებით მიიღეს წახალისება იმ დღეებში გაწეული სამუშაოსთვის. ძირითადად მუნიციპალიტეტს ევალებოდა ავიაციის თანმხლები პირების, სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების ღამისთევა, ტრანსპორტირება, მათი კვებით და სხვადასხვა პროცედურებით უზრუნველყოფა. თანხის განსაზღვრა გამგებლის გადასაწყვეტი იყო და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოხდა. მაგრამ ის, რომ ამ 11 ადამიანს დამსახურებულად და ნამდვილად ეკუთვნოდა ეს წახალისება, მაგას ვადასტურებ“, - აღნიშნა ანზორ სვანიძემ.

ბორჯომის ხეობაში, ტყეში 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა 27 აგვისტოს მოხერხდა. ნახანძრალი ტერიტორიის ფართობი დადგენილი არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, 200 ჰექტრამდე ტყეა დამწვარი.

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ, პრემიებს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 112 388 ლარის ანაზღაურება მიიღო. ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 31 800 ლარია, მან პრემია და დანამატები 19-ჯერ აიღო, ჯამში - 48 788 ლარი.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი