weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

აუცილებელია დიასპორას პარლამენტში წარმომდგენლები ჰყავდეს – ზურაბიშვილი

12:08 პარასკევი, 27 მაისი 2022

27 მაისს ქართული დიასპორის დღე აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლილსას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკაში დიასპორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მე არაერთხელ ვახსენე ეს ინიციატივა, რომ აუცილებელია, როგორც სხვა დიდი დიასპორის მქონე ქვეყნებში, და ჩვენ ჩვენთვის დიდი დიასპორის მქონე ქვეყანა ვართ, მოვაგვაროთ ეს საკითხი, რომ დიასპორას ჰყავდეს პარლამენტში თავისი წარმომდგენლები, თავისი ინტერესების წარმომადგენლები. რადგან ჩვენ გადავდივართ სისტემაზე, სადაც აღარ იქნებიან მაჟორიტარები, ეს ვერ მოხდება მაჟორიტარობის ფორმით, მაგრამ შეიძლება მოხდეს კვოტების ფორმით, რომ ყველა პარტიამ აიღოს ვალდებულება, თავის სიაში, დასაწყისისთვის, მაგალითად, ათიდან ერთი ჰყავდეს დიასპორის წარმომადგენელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობა არჩევნებში.

„სადამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს ათასობით... რიცხვი, აღარც მახსოვს იმდენად მცირეა მათი რაოდენობა. დღეს არსებობს არჩევნებში მონაწილეობის ელექტრონულად მიღების საშუალებას. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და ალბათ დრო არის გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს მივცეთ საშუალება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. არ არის აუცილებელი, რომ გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია, თავისი ყველა პრობლემით. თან, როცა არ ცხოვრობ დედაქალაქთან ახლოს რომელიმე ქვეყანაში, ალბათ, უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ და ალბათ, ეს პოლარიზაციასაც ცოტა ქვემოთ დასწევდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]