weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

ლექსმანი: ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სანქციების დაწესება ივანიშვილზე

10:49 ხუთშაბათი, 09 ივნისი 2022

საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების თემაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის (ქრისტიან-დემოკრატები) წევრმა მირიამ ლექსმანმა განაცხადა, რომ როგორც ასოცირებულმა და ევროკავშირის კანდიდატობის მსურველმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა დაიცვას ძირითადი პირობები, მათ შორის პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.

ევროპარლამენტარის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში მედიის თავისუფლება სერიოზულად შეილახა, რაც ქვეყანაში უფრო ფართო დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციის ნაწილია.

„მჯერა, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ საქართველოში, ასევე, მათ ევროპულ მისწრაფებებს. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულად გამოიყენოს ქართული სამართლებრივი ჩარჩო, რათა უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, გააძლიეროს რეფორმები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, დაამთავროს პოლარიზაცია და შეაჩეროს დემოკრატრიული უკუსვლა.

ასევე მჯერა, რომ საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მისი დესტრუქციული როლის გამო.

დაბოლოს, ნება მომეცით ხაზი გავუსვა, როგორც ქართველი ხალხის მეგობარმა, რომ ჩვენ არ გავდგებით გვერდზე სანამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება უარესდება და დემოკრატია უკან იხევს, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ“, – აღნიშნა ლექსმანმა.

ევროპარლამენტი საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით რეზოლუციას დღეს უყრის კენჭს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]