weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მიხეილ სააკაშვილი 17 ოქტომბერს კიევში აქციას გამართავს

16:42 კვირა, 17 სექტემბერი 2017

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი 17 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო აქციაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა ექნებათ - ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ 17 ოქტომბერს, კიევში სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას შევუერთდეთ სამი მოთხოვნით: ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება. დანარჩენ მოთხოვნებს კი მთელი უკრაინის მასშტაბით, 17 რიცხვამდე შევაგროვებთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდა მიუხედავად სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებებისა, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვებდნენ. სააკაშვილს საზღვრის გადაკვეთაში პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მყოფი მხარდამჭერები დაეხმარნენ.

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან თხოვნა, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე 5 სექტემბერს მიიღო. 16 სექტემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში შესვლის გამო სააკაშვილს არ დააპატიმრებენ და ქართულ მხარეს არ გადასცემენ.

„მე, როგორც გენერალური პროკურორი ვაცხადებ, რომ სააკაშვილს ამ საქმეზე არ დააკავებენ, ვერ მოხდება მისი ექსტრადირება ამ ქვეყნიდან სანამ აქვს ცხოვრების უფლება ან სხვა დოკუმენტი“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა ივლისის ბოლოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობას, 2015 წლიდან მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]