weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ პრემია-დანამატი 13-ჯერ აიღო

17:41 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღლაკელიძის ანაზღაურებამ 2016 წელს 67 650 ლარი შეადგინა. ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 33 000 ლარია, მან პრემია და დანამატი 13-ჯერ მიიღო, - სულ 34 650 ლარის ოდენობით.

დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთვის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2014 წლის ივლისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იქნა არჩეული. მანამდე, 2012-2014 წლებში, იგი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის ბიუროს უფროსი იყო. 

ქ. რუსთავის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 750 ლარია, ე.ი. წელიწადში - 33 000 ლარი. თუმცა, დავით მაღლაკელიძემ 2016 წლის განმავლობაში 67 6050 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 5 637,5 ლარი. 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული თანხის ოდენობა 34 650 ლარია, ესე იგი ხელფასზე 12,6-ჯერ მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პრემია და დანამატი სულ მცირე 13-ჯერ აიღო, აქედან, 12 შემთხვევაში - ხელფასის სრული ოდენობით. 

„რეგინფო“ წერდა, რომ დავით მაღლაკელიძის წლიური ანაზღაურება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასს აღემატება. 2015 წელს მან ხელფასთან ერთად მიიღო 11 პრემია და დანამატი, საერთო ჯამში 28 600 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]