weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ერდოღანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა

11:00 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სესიაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა. ერდოღანის განცხადებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისთვის გადამწყვეტია.

„ამიტომ, საჭიროა უფრო მეტი მუშაობა მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გადასაწყვეტად. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თითოეულმა კრიზისმა, რომელსაც დღეს უყურადღებოდ დავტოვებთ, შესაძლოა ხვალ რეგიონული და გლობალური კრიზისიც კი წარმოშვას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კრიზისებზე საუბრისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ეწინააღმდეგება ყველა სახის ბირთვული იარაღის გამოყენებას. მისივე თქმით, პრობლემები მანამდე არ მოგვარდება, სანამ არ მოხდება მსოფლიოს სრულად გაწმენდა ბირთვული იარაღისგან.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]