weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ზაქარია ქუცნაშვილის ბიზნესკომპანიას მისივე ბიუროს უფროსი ხელმძღვანელობს

16:04 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

პარლამენტის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლის თეა სანიკიძის კუთვნილ შპს „ერწოს მარკეტის“ დირექტორად მაჟორიტარის ბიუროს უფროსი რუსუდან სისაური დაინიშნა. რუსუდან სისაური იმავე კომპანიაში 10 % წილსაც ფლობს.

ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში №38 მაჟორიტარული ოლქიდან იქნა არჩეული, რომელიც თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლემ თეა სანიკიძემ 2017 წლის 4 აპრილს დაარეგისტრირა შპს „ერწოს მარკეტი“, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს საცალო და საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს.

კომპანიაში კაპიტალის 90 %-ს თეა სანიკიძე ფლობს, დანარჩენი 10 % კი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსის რუსუდან სისაურის მფლობელობაშია, რომელსაც იმავე კომპანიის დირექტორის პოზიციაც უკავია.

რუსუდან სისაური ზაქარია ქუცნაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა. პარლამენტის 2016 წლის არჩევნების შემდეგი კი იმავე თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა.

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლე მხოლოდ ერთი საწარმოს - შპს „ნიტა პროქიურმენტ გრუპის“ მეწილე და დირექტორი იყო, თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში მან კიდევ 3 კომპანია დააფუძნა - ჯერ შპს „ერწოს მარკეტი“, ხოლო აგვისტოში - შპს „მთის ფარმა“ და შპს „იუნიფიშ გე“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითონ ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთში მდებარე რესტორან „ერწოს იდილია“-ში 70 % წილის მფლობელია, თუმცა აღნიშნული გარემოება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში არ ფიქსირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]