weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

14:32 კვირა, 24 სექტემბერი 2017

მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი ალექსანდრე ესიტაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

როგორც „რეგინფოს“ თელავის გამგეობაში განუცხადეს, გამოძიების ინფორმაციით, ალექსანდრე ესიტაშვილმა ღვინის ქარხანაში წარსადგენი ყალბი ცნობა გასცა და ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო. ყურძენი მოკრეფილი იყო სხვა სოფელში, ესიტაშვილის მიერ გაცემულ ცნობაში კი ნაჩვენები იყო, რომ მოქალაქემ ყურძენი წინანდლის მიკროზონაში მოკრიფა. წინანდლის მიკროზონაში მოკრეფილი ყურძენი ძვირი ღირს და მისგან ღვინო წინანდალი მზადდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ქრთამის აღებას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

დაკავებული თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]