weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ 8, მოადგილემ კი 7 პრემია-დანამატი აიღო

14:59 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017
ფოტოზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმრან გასიმოვი ფოტოზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმრან გასიმოვი

ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა 2016 წელს პრემია და დანამატი 8-ჯერ მიიღო, მისმა მოადგილემ იმრან მ. გასიმოვმა კი 7-ჯერ.

თამაზ ჟორჟოლიანი და იმრან მ. გასიმოვი ბოლნისის საკრებულოს ხელმძღვანელ თანამდებობებზე 2014 წლის 14 ივლისს აირჩიეს.   

ბოლნისის საკრებულოს დადგენილების თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 650 ლარია, ე.ი. წელიწადში - 31 800 ლარი, მისი მოადგილის ხელფასი კი თვეში 2 200 ლარი, ანუ წელიწადში 26 400 ლარი

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, თამაზ ჟორჟოლიანმა 2016 წლის განმავლობაში 51 807 ლარი მიიღო, საიდანაც 20 007 ლარი პრემიისა და დანამატის სახით მიღებული თანხაა.   

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის იმრან მ. გასიმოვის ანაზღაურებამ იმავე პერიოდში 41 249 ლარი შეადგინა, მათ შორის, პრემია-დანამატების ოდენობა შეადგენს 14 849 ლარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]