ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატების პლაკატები უკუღმა გააკრეს

14:21 - 26 სექტემბერი 2017 hits 565

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიასა და კახიანოურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელეონორა არჩაიას საარჩევნო პლაკატები უკუღმაა გაკრული. ფოტოები „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია თევდორაძემ გამოაქვეყნა.

„პლაკატიც ვერ „დაკიდენ“, - წერს თევდორაძე. მისი ინფორმაციით, ფოტოები კახიანოურის ტერიტორიულ ერთეულშია გადაღებული.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის განცხადებით, პლაკატების უკუღმა გაკვრა ოპოზიციური პარტიის მხრიდან „უსუსური და სასაცილო“ პროვოკაციაა.

„აშკარაა, ჩვენი ოპონენტები ისევ განაგრძობენ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ალოგიკურ და უსუსურ თამაშებს. რამდენჯერმე ჩვენი ბანერები დააზიანეს და ახლა ფოტოების პირუკუ დაკიდება მოიფიქრეს. ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც უსუსური და სასაცილოა“, - განაცხადა შტაბის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ლატარიამ.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com